0 0 : 3 1
რეკლამა Itv.ge-ზე,
სპეციალური ფასები:
599 877 900
 
2011-10-27 19:04:25 ჩამოტვირთვა
|
ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები-აფერა თუ ჯანმრთელობის გარანტი?!
2011-10-27 19:04:25
ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები-აფერა თუ ჯანმრთელობის გარანტი?!
გადაარჩენს თუ არა სიცოცხლეს ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები?! ეს კითხვა 21–ე საუკუნეში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აღნიშნული საკითხით, ძირითადად, მომავალი დედები ინტერესდებიან, თუმცა ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი დღემდე არ არასებობს. ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შემნახველ ბანკს საქართველოში კომპანია „ჯეოქორდი“ წარმოადგენს. „ჯეოქორდში“ ფიქრობენ, რომ მშობლები, ჭიპლარის სისხლის შენახვით, შვილებს ერთგვარ ბიოლოგიურ დაზღვევას უქმნიან.
ჭიპლარის სისხლი, ბავშვის დაბადების შემდეგ, ჭიპლარის ვენასა და პლაცენტაში რჩება. ეს სისხლი მდიდარია მუდმივი განახლებისათვის საჭირო ღეროვანი უჯრედებით.


მეან–გინეკოლოგი, სოსო ღოღობერიძე, ფიქრობს, რომ ჭიპლარის სისხლში არსებულ ღეროვან უჯრედებს თვითგანახლების უნარის გარდა, შეუძლიათ ყველა ის უჯრედი და ქსოვილი წარმოქმნან, რომლისგანაც სხეული შედგება. ღორობერიძე იმასაც აცხადებს, რომ ფეხმძიმეების დიდი ნაწილი ამ მომსახურებით სარგებლობს.


ღეროვანი უჯრედებით მდიდარი ჭიპლარის სისხლი გამოიყენება სიმსივნური და იმუნოდეფიციტური დაავადებების სამკურნალოდ. ჭიპლარის სისხლის გადანერგვა წარმოადგენს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრულფასოვან ალტერნატივას. არამონათესავე პირების ბიოლოგიური თავსებადობის შანსი ძალიან დაბალია. შენახული ჭიპლარის სისხლი ზოგ შემთხვევაში დედმამიშვილის სამკურნალოდაც გამოიყენება.

შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის ხელმძღვანელმა ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შესახებ არსებული რეალობა მთლიანად დაამსხვრია. ზაალ კოკაია, ფეისბუქზე, თავის ჩანაწერებში არნიშნავს:

ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შენახვა არაა გამართლებული არც ეკონომიური და არც სამედიცინო თვალსაზრისით. იმის ალბათობა, რომ შენახული ღეროვანი უჯრედები, მომავალში, ჯანმრთელი ბავშვისათვის გამოსადეგი იქნება, ამის ალბათობა ძალიან მცირეა. ასევე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს მსოფლიოში და, მით უმეტეს, საქართველოში არ რსებობს ამ უჯრედების ხელოვნურად გამრავლების დასაბუთებული მეთოდი და ჰემატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ერთი ჭიპლარის სისხლიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები საკმარისია მხოლოდ 15 კილოგრამამდე წონის სხეულის სამკურნალოდ, ანუ მხოლოდ ბავშვისთვის. ამდენად, ზრდასრულ ადამიანს ერთი ჭიპლარიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები არ ყოფნის.


რაც შეეხება საეჭვო რეპუტაციის მქონე კერძო კლინიკებს, ისინი მრავლადაა მთელს მსოფლიოში და სასურველია, მათ არ ვენდოთ, რადგანაც ისინი ყიდიან იმედს და სანაცვლოდ იძლევიან უკეთეს შემთხვევაში არაფერს, ხოლო უარეს შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას. დასვლეთის ქვეყნებში უფრო მიღებულია ჭიპლარის სისხლის დონაცია საზოგადოებრივი ბანკებისთვის, რომლებიც ღეროვან უჯრედებს უსასყიდლოდ ინახავს.

საქართველოში ჭიპლარის სისხლის შესანახად, პირველ ჯერზე, 790 ევროს გადახდაა საჭირო. მომდევნო წლებში თანხის რაოდენობა იკლებს და 100 ევროს აღემატება. ორსული ქალბატონების ერთი ნაწილი სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვის სურვილის მიუხედავად, ამას ვერ ახერხებს, რადგან ფიქრობს, რომ სერვისი ძალიან ძვირია.



რამდენად შედეგიანი იქნება, ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შენახვა, ამაზე დაზუსტებული პასუხი არ არსებობს. შესაძლოა, სერვისი, რომელიც ასე წარმატებით იკიდებს ფეხს, უბრალოდ, შემოსავლიანი სამედიცინო ბიზნესი იყოს და არა ბავშვის ჯანმრთელობის გარანტი.

კომენტარები
ლელა_1
27 ოქტომბერი, 2011 წელი. 19:39
ჩიტი ბდღვნად არ ღირს!
გაგი67
27 ოქტომბერი, 2011 წელი. 19:42
მე ცინცინატის უნივესიტეტის ფორუმზე გამოვთქვი აზრი - ჭოპლარიდან აღებული ღეროვანი უჯრედები არ წარმოადგენს არადიფერენცირებული კლასის სრულყოფიულ ღეროვან უჯრედებს და მისაგნ მხოლო მარტივი პოლიმერული ქსოვილის რეგენერაციისათვის საჭირო გელის დამზადება შეიძლებოდა. საშიშროება ამ ტიპის ღეროვანი უჯრედების მალიგნირირებისა ძალიან დიდია. სხვათაშორის მე დიდად დაინტერესებული ვარ შეისწავლონ რუსეთში ამ უჯრედების გამოყემნების შემდგომ სიმსივნეების წარმოშობით დაღუპილი მდიდარი და გამოცენ ილი ადამიანების ავადმყოფობის ისტორიები. რუსეთმა ამ აჟიოტაჟით ყველაზე ძალიან იზარალა. სხვა მოსაზრება უფრო კონკრეტულად არაა შესაძლებელი და ეს ეხება უჯრედის გარსის ნუკლიდების გავლენაზე დნმ-ის რედუპლიკაციის მეტად მნიშვნელოვან პერიოდზე. იმედია ესეც საკმარისია შათირიშვილისთვის. დეე დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე. :)
გაგი
27 ოქტომბერი, 2011 წელი. 19:55
ეს ეხება ტელომერების ჩამოყალიბებას . უამისოდ დიდი რისკი უჯრედმა დაკარგოს კონტროლი და მალიგნირებულ და ძალიან აგრესიულად წარმმართვადი სიმსივნის უჯრედად გარდაიქმნას. ეს ეხება ხრტილოვანსა და შემაერთებელ ქსოვილებში მისი გენერირებისას... მოკლედ საქართველოში ღეროვან ი უჯრედების კველევებში პიონერმა , ღირსეულმა მეცნიერმა გოჩა შათირიშვილმა იმედია მიიღო ინფორმაციის ნაწილი იმისთვის რომ დაიწყოს კვლევა და იყოს ფრთხილი მის ძალიან კარგ და უდიდეს გამოკვლევებში. საქართველოს მეცნიერებს აქვთ უდიდესი უნარი განერიდონ შარლატანებს - რუსებში ეს განრიდება არ არსებობდა და ბევრი გამოჩენილი მსახიობი თუ მოღვაწე შეეწირა რუს "გამაახალგაზრდავებელ" ლაბორატორიებს. მე მათ ყველა შემთხვევას დიდი სიამოვნებიტ შევისწავლიდი... საინტერესოა ეს შემთხვევები .
27 ოქტომბერი, 2011 წელი. 20:05
უჯრედის გარსის და ნუკლიდების- ასე უნდა იყოს
...
28 ოქტომბერი, 2011 წელი. 02:01
ეს ყველაფერი არის ფულის მახე,და ამიტ სისხლის ბანკი გამდიდრებას ფიქრობს
თამუნა
28 ოქტომბერი, 2011 წელი. 10:24
რაც უპალ,ა არ დაუსჰვა ის არ უნდა გააკეტონ
tu sheidzleba tavi shevikavot msgavsi gancxadebebisagan,kvleva warmatebit mimdinareobs da gagrdzeldeba kidec....rac sheexeba shenaxvis girebulebas sruliad realuri pasia...
29 ოქტომბერი, 2011 წელი. 11:11
gocha.shatirishvili@gmail.com
ჟანა
29 ოქტომბერი, 2011 წელი. 13:11
შეგიძლიათ მოგვცეთ მისამართი სოსო ღოღობერიძის ელ-ფოსტის.
გოჩა შათირიშვილი
07 ნოემბერი, 2011 წელი. 12:12
ჩემო მეგობრებო, აქ ჩემი სახელით დევს განცხადება, სადაც აკეთებენ განცხადებას კვლევების წარმატებებისა და საფასურის რეალურობის შესახებ, და მითითებულია ჩემი ელექტროფოსტის ცრუ მისამართი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის, მაგრამ გთხოვთ უმორჩილესად, ჩემი სახელით განცხადებას ნუღარ გააკეთებთ, თუნდაც ისინი საუკეთესო სურვილებით ნაკარნახევი და მხარდამჭერი იყოს. საკუთარი სახელით კი თქვენი ნებაა, რამდენიც გენებოთ და რაც გენებოთ:) მოგახსენებთ ერთ რამეს: ამ გადაცემის ჩაწერისას გახლდით იტალიაში, ჭიპლარის სიხლხლის მსოფლიო მესამე კონგრესზე და ჩაწერაში მონაწილეობა არ მიმიღია. არც ვაპირებ ამ სტატიის ავკარგის გარკვევას. ჟურნალისტებმა დაწერეს ის, რაც მათ სურდათ. სხვა საქმეა, რამდენად ახლოა სიმართლესთან მათი მოსაზრებები და ციტატირება. მჯერა, ეს ფორუმი არ არის ჭიპლარის სისხლის ავკარგიანობის გარკვევის ადგილი და სერიოზული მეცნიერი ამ თემას აქ არც განიხილავს. მე არ ვაპირებ ამ ფორუმში მონაწილეობის მიღებას. წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით გოჩა შათირიშვილი ჯეოქორდის სამედიცინო დირექტორი
12 ნოემბერი, 2011 წელი. 11:00
აუ ძვირი ჯდება ძალიან
naT
11 თებერვალი, 2012 წელი. 17:46
ჯერ არაფერი გარკვეული არ არის ამ თემის იგვლივ რომ ნათლად ვიცოდეთ ღირს თუ არა ამ უჯრედების შენახვა. ..მე პირადად არ შევინახავდი ასეთი ბუნდოვანი მომავლისთვის... სხვისი არ ვიცი.. მეორე საკითხია ვინ გამოიყენებს ამ უჯრედებს რომ დაგჭირდეს.... წნევას ვერ ზომავს ზოგიერთი ექიმი. ანუ ამისთვისაც სად უნდა წახვიდე კიდე სხვა თემაა.. ანუ ზოგადად ძალიან შეძლებული უნდა იყო და თვეშI ერთ ლარადაც არ აგდებდე ამ თანხას რომ არც დაგენანოს ბოლოს იმ შენახული კოლბის მოსროლა : )))))))
ჯაბა
13 თებერვალი, 2012 წელი. 23:43
ასე არ შეიძლება,რატომ გვაშინებს ყოველი სიახლე?მთელი მსოფლიო მუშაობს ამ მეტად საინტერესო საკითხზე,რა არის იმაში დაუჯერებელი,რომ თვით ადამიანში არსებობდეს თვითაღდგენის უნარი?ეს ხომ ყველა ცხოველშია,გაიხსენეთ ხვლიკი,გველი,კუდის დაკარგვისას ახალს აღიდგენს და რაა იმაში გასაკვირი თუ ეს თვისება ადამიანშიც არსებობს?!ჩვენ რა ამ სამყაროს ნაწილი არ ვართ?მერე რაა რომ აზრთა სხვადასხვაობაა?ეს ყოველთვის იყო და იქნება.ასე რომ დავაცადოთ მეცნიერებს და საბოლოო პასუხიც მათგან მოვისმინოთ!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს, 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



პრეს-ნიუსი
ციტრუსის სეზონი 2014 და პრობლემები. სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე ექსპორტი არაკონკურენტუნარიანი იქნება.
გამოკითხვა
რა ტიპის სიუჟეტებს ანიჭებთ უპირატესობას?
ხმის მიცემა   რეზულტატი
ინტერვიუ
რატომ დატოვა თოქშოუ პროფილი პროდუსერმა და რა ხდება GDS-ის კულისებში?
შენი ვიდეო
რა შეიძლება გააკეთოს ქართველმა შეყვარებულმა ბიჭმა, როცა მეორე ნახევართან ნაჩხუბარია
ხალხის აზრი
გამოკითხვა: არის თუ არა დანაშაული ქმრის მიერ ცოლის ცემის ფაქტი? პასუხები ნამდვილად გაგაოცებთ
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  პრეს-ნიუსი |  კითხვის ნიშანი |  ინტერვიუ |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  კრიმინალი |
2014-10-22
visitor 50 061
visit 66 924
page 102 139
2014-10-23
  7 901
  8 614
  13 022