1 7 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სიყვარული - გრძნობა თუ ფსიქიკური დაავადება

ჩამოტვირთვა

სიყვარული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა სიაში შეიტანა – ასეთი ინფორმაციის შემცველი სტატიები უცხოურ საიტებზე გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, სიყვარული ფსიქიკურ დაავადებად დარეგისტრირდა და თავისი ნომერი F.63.9 მიიღო. სიყვარულს საერთო სიმპტომატიკაც მიწერეს. მათ შორის, აკვიატებული იდეის სინდრომი, უძილობა, უეცარი გაღვიძება, ხასიათის უცაბედი ცვლილება და სხვა. თუმცა, ნამდვილად შეიტანეს თუ არა სიყვარული დაავადებათა ჩამონათვალში, ამის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, სიყვარული მაქსიმუმ, 4 წელს გრძელდება. ფსიქოლოგი, რუსუდან ფხაკაძე, სიყვარულს დაავადებად არ მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ როდესაც პათოლოგიური მიდრეკილებების მქონე ადამიანები შეყვარებულები არიან, ისინი უფრო საშიშნი ხდებიან. მანანა შარაშიძე, დარწმუნებულია, რომ უცხოური ინტერნეტსაიტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ფსიქიატრი ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სიყვარულის დაავადებად აღიარებას არ გეგმავს. მისი აზრით, თუ სიყვარულს პათოლოგიური მიდრეკილებები არ ახლავს, ის ნორმალური მოვლენაა და საშიშ დაავადებად არ მიიჩნევა. მანანა შარაშიძე იმასაც ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, შესაძლოა, დაავადებებად აღიაროს პათოლოგიური ინტერნეტდამოკიდებულება, აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება და ჰიპერსექსუალური სინდრომი. ჯერჯერობით, უცნობია, რომელი პრეპარატებითა და რა საშუალებებით უნდა მოხდეს სიყვარულისგან ადამიანის განკურნება. არის თუ არა სიყვარული დავადება - ამის შესახებ ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ ეს გრძნობა ბევრი შემოქმედისათვის ხელოვნების უნიკალური ნიმუშების შექმნის მიზეზი გამხდარა. თუ სიყვარულს დაავადებად ჩავთვლით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ამ სენის მოხდა ბევრ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები