1 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბავშვობაწართმეული მშიერი პატარები – ავჭალის დამთრგუნველი რეალობა

ჩამოტვირთვა

ეს ავჭალის დასახლებაა, ლიბანის ქუჩის 33 ნომერი. ამ ნახევრად დანგრეულ შენობაში არაადამიანურ პირობებში სოციალურად დაუცველი 16 ოჯახი ცხოვრობს. აქ არც წყალი აქვთ და არც ელექტროენერგია. აქ მცხოვრებნი უწყლობის გამო ჰიგიენური პირობების დაცვას ვერ ახერხებენ, რის გამოც ბავშვები თითქმის ყოველდღე იწამლებიან. წასასვლელი კი არსად აქვთ. ია ნიკოლაძე ამბობს, რომ მის შვილს ბრინქიალური ასთმა აქვს. თავისი სოფლის ჰაერი ბავშვზე ცუდად მოქმედებს, რის გამოც იძულებულია 6 წლის გოგონა თბილისში აცხოვროს. მრავალშვილიან დედას სახლის დაქირავების საშუალება არ აქვს. იძულებულია, აქ, ამ მიტოვებულ შენობაში იცხოვროს, მეუღლე სოფლიდან მოსავალს უგზავნის, სოციალურ დახმარებასაც იღებს. იმის მიუხედავად, რომ სადაზღვევო პოლისი აქვთ დახმარება ავადმყოფი ბავშვის წამლის ფულადაც არ ყოფნის... აქაურებს სასმელი წყალი მეზობელი კორპუსებიდან მოაქვთ, თუმცა, როგორც ამბობენ, მიმდებარე ტერიტორიის კორპუსის მცხოვრებლებიც უკვე გაურბიან მათთან ურთიერთობას, საკუთარ შვილებს კი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებთან მეგობრობას უკრძალავენ.. რა დავაშავეთ, რაკი გვიჭირს ადამიანები არ ვართ? დღეს „აიტივის“ აგონიაში მყოფმა ადამიანებმა ამ შეკითხვით მიმართეს. ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან კეთილისმსურველნი და ამ ადამიანებს, ურთულეს ყოფას შეუმსუბუქებენ, რითიც ამ პატარებს ცხოვრებისგან წართმეულ ბავშვობას და ღიმილს აჩუქებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები