1 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

რვა მცირეწლოვანი ბავშვი შიმშილის ზღვარზე - შემზარავი რეალობა ანაგაში

ჩამოტვირთვა

სამი თვის საბა ერთადერთია ამ ოჯახში, ვისაც არაადამიანური სიღატაკე არ აღელვებს და ბედნიერია. პატარა ჯერჯერობით ვერ აცნობიერებს იმ ყოველდღიურ პრობლემებს, რაც ამ ოჯახის ბინადრებს აწუხებთ. სიცივე, შიმშილი, გადარჩენისა და არსებობისათვის ბრძოლა – ეს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მცხოვრები სიფრაშვილების რვაშვილიანი ოჯახის სამწუხარო რეალობაა. ოჯახის დიასახლისი ყვება, რომ მის შვილებს ხშირად პურიც არ აქვთ. ბავშვებს არც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გააჩნიათ, სკოლაში ე.წ რეზინის „კალოშებით“ დადიან, რის გამოც ხშირად ცივდებიან და ავად ხდებიან. რვა შვილის მამის მწირი ხელფასი ოჯახს არ ყოფნის, სოციალურ დახმარებას, საარსებო შემწეობას იღებენ, თუმცა, ის ოჯახს მხოლოდ ნახევარი თვის განმავლობაში ყოფნის. სიფრაშვილების ოჯახს საცხოვრებელი სახლი პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდმა „იავნანამ“ გადასცა, თუმცა, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სახლი ავარიულია და დაბზარული კედლებიდან სიცივე და წვიმა შედის, ოჯახს, კი სახლის შეკეთების საშუალება არ აქვს. სიფრაშვილების მდგომარეობით მეზობლებიც შეძრწუნებულნი არიან. მრავალშვილიანი ოჯახი სასწრაფოდ თანადგომასა და დახმარებას საჭიროებს, ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ „აიტივის“ საშუალებით, მრავალ ადამიანს გაუჩნდება ამ ოჯახის დახმარების და გვერდში დგომის სურვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები