0 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

BBC-ის ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში ჩაეძინა

ჩამოტვირთვა

ტელეკომპანია BBC-ის დილის გადაცემის წამყვანს პირდაპირ ეთერში ჩაეძინა. The Daily Telegraph--ის ცნობით, 8:26 საათზე, როდესაც ოპერატორმა კადრი ტელეწამყვან, მარტინ კროქსოლიდან მის კოლეგა საიმონ მაკკოიზე გადაიტანა, აღმოჩნდა, რომ წამყვანს მაგიდაზე ეძინა. გონზე მოსვლისთანავე მაკკოი სწრაფად გასწორდა და შეეცადა თავდაჯერებულად წარმოჩენილიყო, თუმცა, მაყურებელს მისი ჩაძინება არ გამოპარვია. მაკკოის საზოგადოება არაერთხელ გაუოცებია. დაახლოებით ერთი თვის წინ, პირდაპირ ეთერში საფონდო ბირჟის სიახლეების მიმოხილვისას მან მაგიდაზე კაკუნი დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები