2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ფეისბუქის სტატუსის გამო მამამ შვილის ნოუთბუქი დაცხრილა

ჩამოტვირთვა

ჩრდილო კაროლინელი ტომ ჯორდანის საქციელმა მთელი ამერიკა აალაპარაკა. თინეიჯერი შვილის სოციალურ ქსელში გამოქვენებული სტატუსის გამო, მამამ გოგონას პერსონალური ლეპტოპი იარაღით დაცხრილა. მშობლებზე გაბრაზებულმა გოგონამ თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც მათ ლანძღავდა იმის გამო, რომ სახლის საქმეებს აკეთებინებენ. მამამ კი, საპასუხოდ რვაწუთიანი ვიდეო გადაიღო, რომლის ბოლოსაც საკუთარი იარაღიდან ცხრაჯერ ესროლა ლეპტოპს. ”ეს შენი მეგობრებისთვისაა, რომლებმაც მხარი აუბეს შენს პოსტს ფეისბუქში. ახალ ნოუთბუქს კი არავინ გიყიდის იქამდე, სანამ შენით არ გამოიმუშავებ ფულს.” - ამბობს ჯორდანი ვიდეოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები