0 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

29 თებერვალს ქალს შეუძლია, მამაკაცს ხელი სთხოვოს...

ჩამოტვირთვა

4 წელიწადში ერთხელ, 29 თებერვალს გასათხოვარ ქალებს უფლება აქვთ, დაქორწინება მამაკაცს თავად შესთავაზონ. ამასთან, ძლიერი სქესის წარმომადგენელს უარის თქმის უფლება ”არ აქვთ”. ეს ტრადიცია სათავეს ძველი ირლანდიური ლეგენდიდან იღებს. მისი იდეა ასეთია - "ქალებს უნდა მიეცეთ 4 წელიწადში ერთხელ საშუალება, მამაკაცს ხელი სთხოვონ, რათა დაბალანსდეს ამ ორი სქესის ტრადიციული როლები, ზუსტად ისე, როგორც "ნაკიანი" 29 თებერვალი აბალანსებს კალენდარს". ამასთან, ქალებმა საყვარელი მამაკაცისთვის ბეჭედიც თავად უნდა შეიძინონ. გარდა ნაკიანი დღისა, 29 თებერვალს მარტოხელათა დღესაც უწოდებენ. ამ დღეს მამაკაცისთვის ხელის შეთავაზების ტრადიციას ქალები აქტიურად იყენებენ. ბრისტოლსა და ლიდსში ამ დღით მარტოხელა ქალების 90%, ხოლო ბელფასტში 50% სარგებლობს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევაც ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ მამაკაცთა ნახევარი წინააღმდეგი სულაც არაა, რომ პარტნიორმა დაქორწინება თავად შესთავაზოს. ამ დღისთვის ძლიერი სქესის წარმომადგენლები ქალებს რომანტიკული ვახშმის მოწყობას ან რომანტიკული მოგზაურობის დაგეგმვას ურჩევენ, რათა ბეჭდის გადაცემის პროცესი სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი გახდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები