2 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სხვადასხვა სახეობის 400 ტუჩის საცხში ტყვია აღმოაჩინეს

ჩამოტვირთვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ფედერალურმა სამმართველომ 400 სხვადასხვა სახეობის ტუჩის საცხში ტყვიის ნაერთი აღმოაჩინა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ეკოლოგიური სამუშაო ჯგუფის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოკვლეულ პროდუქციაში ლითონის შემცველობა კალიფორნიის შტატში დაშვებულ ნორმას მნიშვნელოვნად აღემატება. ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე "დაბინძურებულ" პროდუქციას ამერიკული კომპანია L'Oreal-ი აწარმოებს - მის პროდუქციაში ჯანმრთელობისთვის მავნე ნაერთის დონე 7-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენი კომპანიების ნაწარმში. ტყვია ძლიერი ნეიროტოქსინია და მისი ნებისმიერი ოდენობა ჯანმრთელობისთვის მავნებელია. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ფედერალური სამმართველოს განცხადებით, ეს პირველ ყოვლისა, ფეხმძიმე ქალებმა უნდა გაითვალსიწინონ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "უსაფრთხო კოსმეტიკის კამპანია" აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს სანიტარული ნორმების დაცვა მოსთხოვოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები