1 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

უკრაინაში გეი აღლუმი გაიმართება

ჩამოტვირთვა

2012 წლის 16–დან 19 მაისამდე კიევი გეი აღლუმს უმასპინძლებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო УНИАН იტყობინება, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა აღლუმის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, რომელშიც შედიან ლგბტ აქტივისტები კიევიდან, უკრაინის რეგიონებიდან და ასევე ბელორუსის წარმომადგენლები. „კიევი–პრაიდი 2012“ როგორც საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ღონისძიების ფარგლებში იგეგმება კიევის ცენტრში მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ლგტბ წარმომადგენლები, უფლებადამცველები და ყველა ის ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში თანასწორობას უჭერს მხარს ადამიანების სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად და ლგბტ პირების დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოდის. ღონისძიების მიზანია, საზოგადოებას დაანახოთ, რომ გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ტრანსსექსუალები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა სხვა და მათაც ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორც უკრაინის სხვა მოქალაქეებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანების თანასწორობას მათი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად და უკრაინის საზოგადოებაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოვდივართ, ისევე როგორც ეს სხვა ევროპულ ქვეყნებში ხდება, რადგან უკრაინა დიდი ევროპის ნაწილია“ – განაცხადა ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა ტარას კარასიიჩუკმა. მისი აზრით, ეს აღლუმი უნდა დაეხმაროს გეებს და ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს მთლიანად ქვეყანაში დაძლიონ შიში და ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც მათ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გაცნობიერების შემდეგ ექმნებათ, დაეხმაროს მათ გააცნობიერონ, რომ ისინი მარტონი არ არიან, ხოლო საზოგადოებას ამ ადამიანების თაობაზე სტერეოტიპების გადალახვაში დაეხმაროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები