0 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

Apple-ის ახალი ხელმძღვანელი არტურ ლევინსონი გახდა

ჩამოტვირთვა

კომპანია Apple-ს დირექტორთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სტივ ჯობსის ადგილი არტურ ლევინსონმა დაიკავა. ლევინსონი Apple-ის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში 2000 წლიდან იმყოფება, 2005 წლიდან კი საბჭოს თანათავმჯდომარეა. ამ დრომდე ის საბჭოს სამივე კომიტეტში – აუდიტის, ფინანსურ და კორპორატიულ კომიტეტებში მუშაობდა, თუმცა, ახალი თანამდებობის მიღების შემდეგ მუშაობას მხოლოდ აუდიტის კომიტეტში განაგრძობს. "არტურ ლევინსონმა კომპანია Apple-ის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მისი, როგორც ლიდერის თვისებებს", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა. Apple-ის დამაარსებელი სტივ ჯობსი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 56 წლის ასაკში 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები