1 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ხატვა ფუნჯების გარეშე

ჩამოტვირთვა

25 წლის კანადელი მხატვარი - ემი შეკლტონი ტილოზე ფუნჯების გარეშე ხატავს. მხატვარი ტილოს ტრადიციული მოლბერტის ნაცვლად მბრუნავ ღერძზე ათავსებს, შემდეგ მასზე საღებავებს ასხამს და საღებავებს ტილოს ზედაპირზე სხვადასხვა მიმართულებით ბრუნვით ანაწილებს. ხატვის პროცესი საკმაოდ შრომატევადია, ერთი ნახატის შესაქმნელად ემის სულ მცირე 30 საათი სჭირდება. ემი ხელოვნების სფეროში ორი პრესტიჟული პრემიის ნომინანტია. მხატვარს გამოფენები ჰქონდა ნიუ-იორკში, ლონდონში, ტორონტოში, მონრეალსა და კალგარში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები