1 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

რას არ გააკეთებს ნამდვილი ქალი...

ჩამოტვირთვა

მამაკაცებს უხეში ქალები მობეზრდათ. ეს აზრი „პრავდა რუ–მ“ ერთ-ერთ სტატიაში ვრცლად გაშალა. გამოცემა შედარებას აკეთებს და მაგალითად ნამდვილი ლედი მოჰყავს, ისეთები როგორებიც არიან გრეის კელი, პრინცესა დიანა, ოდრი ჰეპბერნი, მერილინ მონრო... „პრავდას“ მტკიცებით თანამდროვე მამაკაცები სიშიშვლის, ლატექსის საცვლების, ტატუირებული და პირსინგიანი ვარსკვლავების ცქერამ დაღალა. მათ ნამდვილი ქალბატონები ენატრებათ. ნამდვილი ქალბატონი კი არასოდეს გაიკეთებს: 1. ტატუს. წარსულში მოსვირინგებული სხეულებით თავს ჯარისკაცები, მეზღვაურები, მაფიოზები და პანკები იწონებდნენ. დაახლოებით 10 წლის წინ კი სვირინგების გაკეთება ქალბატონებმაც დაიწყეს. სვირინგების მოყვარულ ქალბატონებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ტატუ ძალიან სახალისოა. მამაკაცებისთვის კი ასეთი ქალი დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენელთან ასოცირდება. 2. პირსინგს. საყურე ცხვირზე, პირსა და სხვა ადგილებში მამაკაცს ხარს ახსენებს. გარდა ამისა, პირსინგი უამრავი ბაქტერიის გამრავლების წყაროდ შეიძლება იქცეს. 3. რგოლის ფორმის საყურეს. ეს ბოშების საყვარელი აქსესუარია. თუ ბოშა ხართ, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ნამდვილი ქალბატონები ასეთ საყურეს არასოდეს გაიკეთებენ. 4. არ მოიხმარს ალკოჰოლს უზომოდ. დათრობის შემდეგ მიწაზე გაშხლართვა და უმიზეზო ხარხარი გვერდიდან ამაზრზენად გამოიყურება. 5. არ გამოიჩენს საცვლის რეზინს. საცვლის რეზინი ეროტიკულად მხოლოდ ლოგინში გამოიყურება. მაგრამ თუ სამსახურში გამოგიჩნდათ, მამაკაცს შეიძლება სექსუალურის მაგივრად, განწირული კვნესა აღმოხდეს. 6. არ ილანძღება. ხმამაღლა ლანძღვა ადამიანის დაბალი თვითშეფასებისა და გაბოროტების მაჩვენებელია. მამაკაცებს ასეთი ქალები არ ხიბლავთ. 7. არ გაიდიდებს მკერდს. მკერდის იმპლანტანტები ლამაზად მხოლოდ შორიდან გამოიყურება. სინამდვილეში სილამაზეს ზომასთან საერთო არაფერი აქვს. 8. არ დაიწვრილებს წარბებს. მამაკაცებისთვის ზედმეტად დაწვრილებული წარბები უცნაურად გამოიყურება. თმის ნაკლებობა მამრის თვალში ავადმყოფობასთან ასოცირდება. ასე რომ ქალბატონებო კარგად გადახედეთ თქვენს გარეგნობას და გაიგეთ თუ რა სიამოვნებს თქვენს მამაკაცს... წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ადგილი შეიძლება სხვამ დაიკავოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები