0 8 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სრული რელაქსაცია მტაცებელი ცხოველების გარემოცვაში

ჩამოტვირთვა

სიახლეების, ექსტრემისა და ეგზოტიკური გარემოს მოყვარულ ადამიანებს აფრიკის კონტინენტზე ორიგინალური და უცნაური გარემო ელოდებათ. სასტუმრო Wolwedans Dunes Lodge ნამიბიის რესპუბლიკაში მდებარეობს. დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსი ნამიბიის კერძო, 185 00 კმ-იან ნაკრძალშია, ხოლო თავად ნაკრძალი ნამიბიის უდაბნოს ნაწილია. შეიძლება, მაშინ, როდესაც თქვენ ვერანდაზე ისვენებთ, ან მზის აბაზანებს იღებთ, რომელიმე გარეულმა ცხოველმა საკმაოდ მშვიდად ჩაგიაროთ გვერდი. სწორედ ეგოზოტიკურობით იზიდავს სასტუმრო დამსვენებლებს. Wolwedans Dunes Lodg-ს გარშემო ველური ბუნებაა, თავად შენობაში, რომელიც ძირითადად ხისგანაა ნაგები, სტუმრებს სრული კომფორტი ელოდებათ. სასტუმროში ღამის გატარება არც ისე იაფი, არც მეტი არც ნაკლები 1700 დან -5000 მდე ჯდება. მასში სულ ცხრა ნომერია და ყველა მათგანს საკუთარი აბაზანა და ვერანდა აქვს. აქვე არის სამი რესტორანი, ბიბლიოთეკა, მოსასვენებელი ოთახები და აუზი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით რთულია დაჯერება, სასტუმრო მაინც უზრუნველყოფს დამსვენებლების უსაფრთხოებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები