2 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
იყავით თამამი და დაკვირვებული. დღეს შიშები უნდა დაძლიოთ. სანამ ახალ საქმეს დაიწყებდეთ, კონსულტაცია პროფესიონალებთან გაიარეთ. 

კურო
თუ გსურთ, გარშემო ჰარმონიული სიტუაცია სუფევდეს, მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას. ნუ იქნებით საკუთარ თავში ჩაკეტილი. 

ტყუპი
დღეს მხოლოდ გართობაზე ნუ იფიქრებთ, ვალდებულებებიც უნდა შეასრულოთ. თუმცა, ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. 

კირჩხიბი
ნუ იქნებით მკაცრი შვილების, საყვარელ ადამიანის მიმართ. მოერიდეთ უსიამოვნო ემოციების გამოვლენას. ეცადეთ გადაახალისოთ სამსახურის საქმეები, პირადი ურთიერთობა. 

ლომი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთან, კოლეგებთან. მეტად გაამახვილეთ ყურადღება პოზიტიურ მოლენებზე. განსაკუთრებით, ივლისში დაბადებულებმა. 

ქალწული
ნუ გაიფუჭებთ განწყობას უსიამოვნო ფიქრების გამო. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. დღეს რაციონალური აზროვნება ინტუიციით უნდა ჩაანაცვლოთ. 

სასწორი

კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. ზომიერება გმართებთ ფულის ხარჯვისას. ნუ შეიძენთ ფუფუნების ნივთებს. შემოსავლის გაზრდის მიზნით შეიძლება ახალ პროექტზე დაიწყოთ მუშაობა. 

მორიელი
დღეს გარშემო მყოფებს ზედმეტად მკაცრი და ჯიუტი მოეჩვენებით. ნუ გადადებთ სხვა დღისთვის გულახდილ საუბარს. ახლობელ ადამიანს მაინც გადაუშალეთ გული. 

მშვილდოსანი
თუ გული დადარდიანებული გაქვთ, ნუ მოაჩვენებთ გარშემო მყოფებს, რომ ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ. ეცადეთ, არ გახდეთ ინტრიგების მსხვერპლი. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, დასვენებას. 

თხის რქა
კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სასიამოვნო საქმეების შესრულებას. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

მერწყული
უფროსის, მშობლების სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ. კარგი დღეა სწავლისთვის. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს. 

თევზები 
მორალური და პროფესიული პრინციპებით აღიჭურვეთ და შეუძლებელს შეძლებთ. სასურველის მისაღებად მეტად გამოავლინეთ სიჯიუტე, მაგრამ არა აგრესია. კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები