1 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

განხორციელდა არცთუ ცოტა ცვლილებები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით - სოზარ სუბარი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთანდაკავშირებით დაწყებულ მსჯელობას ეხმაურება. 

„როდესაც ვლაპარაკობთ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე, უნდა ითქვას, რომ გარკვეული ცვლილებები ამ მხრივ, 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე განხორციელდა და არცთუ ცოტა ცვლილებები სწორედ ლიბერალიზაციის კუთხით, თუმცა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას და პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. 

„ყველა ხედავთ, რომ გამოხატვის, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება არის ის ღირებულება, რომელიც უცვლელად იქნება დაცული ჩვენი ხელისუფლების პირობებში და გუშინდელმა, გუშინწინდელმა დღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა,“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები