1 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თბილისში ჩაცმულობის და გარეგნობის გამო, არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით არასწრუწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 2 პირია დაკავებული: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ხ და 1992 წელს დაბადებული ვბ. ისინი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ..

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება “გამოძიებით, დადგინდა ,რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ გ.ფ-ს, მისი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს. არასრულწლოვანმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. გ.ფ-ს მითითებით პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირები იმავე ქუჩაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა“.

უწყების ცნობით, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდიინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები