1 5 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ქართული ოცნება", როგორც ინსტიტუცია ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის"

ჩამოტვირთვა

11 მაისის ყრილობამდე "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს რეორგანიზაციას აპირებს. სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი რამდენი წევრით შემცირდება მმართველი პარტიის მმართველი ორგანო.

ის, რომ ცვლილებები გარდაუვალია, ამის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შესახებ გახდა ცნობილი. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტსაბჭოში მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც გადაინაცვლონ.

საქართველოს პრემიერის განცხადებით, ის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში აუცილებლად იქნება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარტიის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარედ არჩევა.

„ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საერთოდ, სამწუხაროდ დღემდე, თვითონ პარტიას, როგორც ინსტიტუცია "ქართული ოცნება" ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ვერ მოემზადა.

ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს უფრო აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით,  რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი,“ -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები