1 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ოპოზიციის გაერთიანება იქნება მნიშვნელოვანი დარტყმა ხელისუფლებისთვის“ – თორნიკე შარაშენიძე NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს

  NDI-ის კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს აფასებს თორნიკე შარაშენიძე. "ნიუპოსტთან“ საუბრისას, ექსპერტი ამბობს, რომ ხელისუფლების ამოცანაა ხალხი "მიძინებულ მდგომარეობაში დარჩეს“ და ამ ფონზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შეეცდება არჩევნების მოგებას.

„ხელისუფლება ეცდება, რომ მოსახლეობა დარჩეს ნახევრად დაძინებულ მდგომარეობაში, იმ მდგომარეობაში, რომ აზრი არ აქვს მაინც, ყველაფერს ეს მთავრობა სჯობს, ამ მდგომარეობაში დარჩეს ეს მთავრობა, ხელისუფლებას აწყობს, რომ არჩევნებზე ნაკლები ადამიანი მოვიდეს და არჩევნები მოიგონ რეალურად ადმინისტრაციული რესურსით. ოპოზიცია უნდა შეეცადოს გააქტიურებას, არჩევნების გზით მოსახლოები გაღვიძებას და ასე ვთქვათ, იმედის გაჩენას, რომ შეიძლება მათი შეცვლა და შესაძლებელია უკეთესობა“ -აცხადებს შარაშენიძე.

რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის გაერთიანება არსებული რეალობიდან გამომდინარე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება არის ერთადერთი გამოსავალი, რაც მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს მმართველ ძალას.

„საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ისევ მოიგოს ხელისუფლებამ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თუ გაერთიანდება ოპოზიცია, გაერთიანდა ერთი იდეაის გარშემო, ყველა აბსოლუტურად, იგივე საპარლამენტო ოპოზიციაც, მინიმუმ შეიძლება ისეთი დარტყმის მიყენება ხელისუფლებისთვის, რომ გაჩნდეს მოსახლეობაში რწმენა, რომ აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას, ეს შეიძლება მინიმუმ მოხდეს ამ არჩევნებზე“ – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები