1 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი : "მივესალმებით, რომ საქართველო პროგრესს აღწევს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე”

  ხვალ ნატოს შტაბბინა მინისტერიალს უმასპინძლებს. შეხვედრას ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. განსახილველ საკითხებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი წევრობისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს პროგრესს მიესალმება.

„საქართველო ნატოს მჭიდრო პარტნიორია. უამრავ სხვადასხვა აქტივობებში ვართ ჩართული, რომ უზრუნველყოთ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა. მივესალმებით, რომ საქართველო პროგრესს აღწევს წევრობისკენ მიმავალ გზაზე და დარწმუნებული ვარ სამიტზე ეს პროგრესი აღიარებული იქნება. მივესალმებით იმასაც, რომ თანამშრომლობის ბევრი ბერკეტი გვაქვს.

“ვეხმარებით საქართველოს რეფორმების გატარებაში შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად და მისი დონის ასამაღლებლად. ვატარებთ ერთობლივ წვრთნას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს და საქართველოც დიდ მხარდაჭერას უწევს ალიანსს.“-აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები