0 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„არანაირი უბედურება არ დგება... ეს აისახება ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პოზიტიურად აფასებს 

„არანაირი უბედურება არ დგება პირიქით, ეს არის ის პოზიტიური მოლოდინი რაც ბატონი ბიძინას დაბრუნებას უნდა მოჰყვეს. ეს პირველ რიგში უკავშირდება ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი პარტიის ამ შემთხვევაში, როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდის გაძლიერებას, რაც თავისთავად ცხადია, აისახება ქვეყნის საქმიანობაზე“ - აცხადებს სესიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თანამდებობაზე ბრუნდება. 

გადაწყვეტილება მმართველი გუნდის დღევანდელ შეხვედრაზე იქნა მიღებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი მის შეთავაზებას დათანხმდა. 

ივანიშვილი პარტიას ოფიციალურად ყრილობის შემდეგ უხელმძღვანელებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები