0 1 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"თუ შევხედავთ საქართველოს, ვნახავთ კონფლიქტით შუაზე გაყოფილ ქვეყანას"

ჩამოტვირთვა

"ნაბიჯი უკეთესი მომავალისკენ" - საქართველოს მთავრობის ინიციატივას გაეროში მხარს უჭერენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გერმანიის ელჩის თქმით, ინიციატივა დადებითია და ის ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნას.

ანალოგიური განცხადებები გააკეთა დიდი ბრიტანეთის ელჩმაც, რომელმაც დაგმო რუსეთის უკანონო ქმედებები.

საქართველოს მთავრობის ინციატივას მხარი დაუჭირეს ასევე ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა.

"თუ შევხედავთ საქართველოს, ვნახავთ კონფლიქტით შუაზე გაყოფილ ქვეყანას, რომლის ტერიტორიის მეხუთედი მთავრობის კონტროლის გარეთაა.

ჩვენ მუდმივად ვუსვამთ ხაზს ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინდა გამოვეხმაურო საქართველოს მთავრობის მიერ იმ ღონისძიებათა პაკეტის წარმოდგენას, რომლის მიზანია გააუმჯობესოს იმ ხალხის წვდომა განათლებასთან და ეკონომიკურ პერსპექტივებთან, რომლებიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობენ.

მივესალმებით, თქვენს მზადყოფნას პრაგმატული ნაბიჯების გადასადგმელად, რათა მოახდინოთ ხალხს შორის მჭიდრო კონტაქტების გამარტივებას, სამომავლოდ კონფლიქტის მოგვარებისთვის"- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰანს იოაკიმ დაერიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები