0 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მორიგი არაფორმალური ვიზიტისთვის ემზადება

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მორიგი არაფორმალური ვიზიტისთვის ემზადება, განცხადება ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა,  ირმა ინაშვილმა გააკეთა

„საქართველოს პარლამენტმა ჩვენს დელეგაციას ოფიციალური დელეგაციის სტატუსი უნდა მისცეს, რომ ოფიციალური დელეგაცია ჩადიოდეს რუსეთის დუმაში და შეხვედრებს მართავდეს,“- ეს განცხადება,  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა.

ინაშვილი ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც „პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას რუსეთში ყოფნას ეხება.

"პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ სექტად ჩამოყალიბდა, სადაც საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს, ქვეყნის მტრობად, რუსეთის აგენტობადარის აღქმული. ამ აბსურდული ლოგიკით, ყველაზე დიდი აგენტი არის ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ ნატო რუსეთის იზოლაციას არ აპირებს, ნატო აპირებს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ ახალი პრობლემებისგან, ახალი ტერიტორიების დაკარგვისგან. ის, რომ მოხდეს ურთიერთგარკვევა, ურთიერთობების დარეგულირება, ამ ნაწილში ჩვენ ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია,"- აღნიშნა ირმა ინაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები