1 4 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ჰეროკრატიაში” მონაწილეობისა და “ოცნების” მხარდაჭერისთვის მსახიობი სააკაშვილს ბოდიშს უხდის – რა უპასუხა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა

  გოგა ხაინდრავას ტელესერიალში “ჰეროკრატია” გაბოს როლის შემსრულებელმა, კინორეჟისორმა და მსახიობმა ოთარ მიქელაძემ,მიხეილ საააკაშვილს ღია წერილით მიმართა და ბოდიში მოუხადა.
 "ბოდიში საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს !

ბატონო პრეზიდენტო! ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმისათვის, რომ:

1. 2012 წელს გავწევრიანდი მატყუარა „ ქართულ ოცნებაში“ ;

2. 2012 წლის არჩევნებში ხმა მივეცი „ ქართულ ოცნებას“ ;

3. როგორც მსახიობმა,მონაწილეობა მივიღე მრავალსერიიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში „ჰეროკრატია“;

პატივისცემით, კინორეჟისორი ოთარ მიქელაძე"

მიხეილ სააკაშვილმააღნიშნულ მიმართვას მოგვიანებით აი ასე უპასუხა:

“თქვენ არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, ივანიშვილს კი!”- დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები