1 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზაფხულის მეორე ნახევარში დასახელდება

„საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის-აგვისტოში დასახელდებ,"-ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით კანდიდატის დასახელება ნაადრევია.

"კანდიდატის თაობაზე მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. რა მსჯელობაც აქამდე გვქონდა, ამას კონსულტაციებს ვერ დავარქმევთ. განხილვები გაგრძელდება და ამის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატზე შევჯერდებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები