2 1 : 1 5
 | 

პოლიტიკა

"არაადეკვატური და ბინძური კამპანია აწარმოა "ქართულმა ოცნებამ" და "ევროპულმა საქართველომ" " - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი კახი კახიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიციამ „ქართული ოცნება“ და „ევროპულმა საქართველომ“ მიესალება მინისტრ კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

"დღეს მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან და ჩვენ შევთანმხმდით, რომ ხუთშაბათს შედგება შეხვედრა საქართველოს პრეიზდენტს, ბატონ მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შორის“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები