0 0 : 0 8
 | 

პოლიტიკა

"Freedom House"-ის ანგარიში - "ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები კვლავ ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას"

"Freedom House" გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მორიგ ანგარიშს აქვეყნებს.

ყოველწლიური კვლევის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში, სადაც შვიდ ქულიან სისტემაში უმაღლესი 1 ქულაა - საქართველოს 4, 68 მეასედი აქვს, რაც შარშანდელთან შედარებით დაბალია

"საქართველოში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს, ერთწლიანი მმართველობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, თუმცა მმართველს პარტიაზე კონტროლს ინარჩუნებს. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები და თბილისის განვითარების გეგმა კვლავ ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას"- წერია დოკუმენტში.

„Freedom House“-ის ანგარიშში საქართველო გარდამავალი ანუ ჰიბრიდული რეჟიმების სიაშია, სადაც როგორც წესი, საარჩევნო დემოკრატია არსებობს, თუმცა სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები - მნიშვნელოვანი გამოწვევები ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის კუთხით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები