0 8 : 4 0
 | 

პოლიტიკა

ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს

ზუგდიდის მერიაში საკრებულოს სხდომის მსვლელობისას ერთმანეთს  "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის შექმნის საკითხი განიხილებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული წევრი "ევროპულ საქართველოში" გადავიდა.  განხილვას ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის რეპლიკა მოჰყვა:

„ევროპული საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა“-მიმართა წითლიძემ ევროპული საქართველოს დეპუტატებს.

სწორედ ამ რეპლიკას მოჰყვა დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელიას შორის. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე პოლიციისა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ბათლომე შელია საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, სხდომა ზუგდიდის საკრებულოში ისევ განახლდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები