არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოში გადმოასვენეს
2018-03-20 23:39:37
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოასვენეს.
ცხედრის გადმოცემა ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.
ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.
ერგნეთში იმყოფებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მისი მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
როგორც ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო საშუალებები წერენ, ცხედართან ერთად მათ არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებაც გადასცეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ჯერ თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილ საარჩევნო უბნებს ეხმაურება და ფაქტს გმობს: "ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენ...
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა ვერ მიიღო ანსამბლმა "ფესვები”, რადგან, როგორც პრეზიდენტი განმარტავს ისინი გზიდა...
მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ეხლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული. იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელო...
რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად, ასევე, ცალკე მიმა...
მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობისთვის, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თ...
ᲛᲔ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲛᲘᲗᲥᲕᲐᲛᲡ ᲘᲛᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ, ᲗᲣ ᲠᲐ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲨᲘ. ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲘᲒᲘᲕᲔ, ᲠᲐᲡᲐᲪ ᲐᲓᲠᲔ ᲕᲐᲛᲑᲝᲑᲓᲘ, ᲠᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘ ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗᲘ ᲬᲠᲔᲔᲑᲘᲓᲐᲜ, ᲠᲝᲛ ᲛᲝᲛᲜᲐᲗᲚᲝᲜ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲜᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲘᲡ ᲚᲘᲓᲔᲠᲐᲓ, ᲐᲗᲔᲘᲡᲢᲐᲓ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარაში პასუხისგებაში მიეცა ორი პი...
კომენტარები