1 1 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ჩამოტვირთვა

ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ბრიუსელში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და საქართველო ამ პოლიტიკის ფარგლებში მუშაობს. 

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 2012 წლიდან, ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.
მე ამ წლების განმავლობაში არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად ან რომ ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება. ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და ჩვენ ვმუშოაბთ ამ პოლიტიკის ფარგლებში, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები