2 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კაციას საქმე - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, დიჯეი ლაშა კაციას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხება, გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს. 

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ დაკავშირებით ფაქტთან მოკვლევა უკვე დაიწყო გენერალურმა ინსპექციამაც. 

უწყების ინფორმაციით, კაცია დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. 

„მოქალაქე ლაშა კაციას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. კაციას პირველადი გამოკითხვა გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დღეს დილით მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. მოკვლევის ფარგლებში ის, ასევე, დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში.  პარალელურად, მთავარმა პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით,“ - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები