1 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ეს საქმე ჩვენს შეშფოთებას და წუხილს იწვევს" - იანოშ ჰერმანი ტატუნაშვილის საქმეზე

არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

  იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი გმობს მომხდარს და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს. დიპლომატი იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება უმოკლეს ვადებში მოხდება.

  „ევროკავშირმა ამ ძალიან სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. მე პირადად ვუსამძიმრებ ტატუნაშვილის ოჯახს და ყველას, ვისაც ეს ამბავი ეხება. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ეს საქმე ჩვენს შეშფოთებას და წუხილს იწვევს. ველოდებით, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება დაკავებულ ორ მოქალაქეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალებას მისცემს, ასევე ველოდებით, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული იქნება ყველა სხვა ზომა ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშესაწყობად, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - აცხადებს იანოშ ჰერმანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები