1 5 : 2 4
 | 

პოლიტიკა

რა ურთიერთობა აქვს მღებრიშვილს გახარიასთან – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი მედიასთან გამოჩნდა

  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი იყო, დანაშაულის სტატისტიკა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო.

„2017 წლის დასაწყისში, მგონი თქვენს არქივებშიც მოგეპოვებათ მასალა, ჩვენ ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია გავაკეთეთ, სადაც მოწვეული იყო მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები და დეტალური, მუხლობრივად ჩაშლილი სტატისტიკა წარმოვადგინეთ. ეს არ იყო გამოქვეყნება, ეს იყო პრეზენტაცია. ამის შემდგომ და მანამდეც, სამ თვეში ერთხელ საქსტატს სრული ინფორმაცია მიეწოდებოდა და საქსტატი თავის ვებგვერდზე შესაბამისად ამ ინფორმაციას აქვეყნებდა. ასე, რომ საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის ხელმისაწვდომი იყო ეს ინფორმაცია და საზოგადოებას ამ კუთხით შიმშილი არ უგრძვნია“, – განაცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, რომელებიც დაინტერესდნენ თუ რატომ არ აქვეყნებდა შსს სტატისტიკას მღებრიშვილის მინისტრობის დროს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ შს მოქმედ მინისტრთან მეგობრობს.

„რაც შეეხება შსს მინისტრსა და ჩემს ურთიერთობას, მინდა გითხრათ, რომ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს, მეგობრები ვართ და მეგობრები ვიქნებით მომავალშიც“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები