1 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ადამიანმა თუ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება მაჟორიტარი არ დასჭირვებია"

  საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მოსახლეობის 59%-მა  პროცენტმა არ იცის საკუთარი მაჟორიტარის ვინაობა.

“საკონსტიტუციო საკითხების შესახებ, აქაც ასეა, კონსტიტუცია კი ქვეყნის ძირითადი კანონია მოქმედებს იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ფაქტობრივად თქვენ ხომ იცით, რომ არჩევნებზე მოსულთა რიცხვი საშუალოდ არის 50-40 პროცენტი და სხვა. 

ეს ერთის მხრივ მიუთითებს, რომ ადამიანებს აქვთ საკუთარი პრობლემები, ან შეიძლება არ აინტერესებთ, რადგან არა აქვთ იმედი, რომ რამე შეიცვლება, არც ამას გამოვრიცხავ. რაც შეეხება შეხვედრას პარლამენტარებთან, ეს პრობლემა არის, მაგრამ მე ამ შენიშვნას ვერ მივიღებ, რადგან ყველას ვუსმენ და ვიღებ. არის ერთი რამ, ადამიანებს აქვთ სურვილი ყოველთვის პირველ ადამიანთან მისვლის.
 
არის საკითხები, სადაც უბრალოდ დროის ხარჯვაა მომსვლელისთვისაც და პარლამენტის წევრისთვისაც, რადგან იმ საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის წევრს არ შეუძლია.ადამიანმა თუკი არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება ეს იმას მოწმობდეს, რომ მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დასჭირვებოდა”, – აღნიშნავს გუგული მაღრაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები