0 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,უნდათ რომ შინაპატიმრობა მომისაჯონ" - სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში 26 დეკემბერს დაიბარეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილს  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში 26 დეკემბერს დაიბარეს. ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა, კიევის სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სააკაშვილის თქმით, მან უსაფრთხოების სამსახურისგან უწყება უკვე მიიღო. 

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი უსაფრთხოების 26 დეკემბერს 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. 

„მე ვიღებ ამ უწყებას, არავინ, რომ არ თქვას, რომ მე არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან. როდესაც მე ვიყავი პროკურატურაში, მე აღვნიშნე, რომ ეს არ არის პროკურატურის განსახილველი საქმე, არამედ უსაფრთხოების. ერთი დღის შემდეგ მათ გაითვალისწინეს ჩვენი პოზიცია და ახლა უსაფრთხოება აგზავნის უწყებას. გამოდის, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჯერა ამ საქმის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ,“ - განცახადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები