1 7 : 3 6
 | 

პოლიტიკა

"ჩვენს უწყებას ავტომანქანები არ შეუსყიდია"- გიორგაძე

ჩამოტვირთვა

  კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ და გია გაჩეჩილაძის მხრდან გამოთქმულ ბრალდებებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ეხმაურება. 

"ნამდვილად მგონია, რომ ძალიან სერიოზული დასაბუთება და არგუმენტაცია სჭირდება მსგავს ბრალდებებს და ძალიან სამწუხაროა, რომ არაარგუმენტირებულად ისმის ეს ბრალდებები. ჩემთვის სრულიად მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრის მიმართ ასეთი ბრალდებების და პირდაპირ ვიტყვი, შეურაცხყოფის ასე საჯაროდ წარმოთქმა და გაჟღერება,“ - აცხადებს გიორგაძე.

კულტურის მინისტრი გასულ წელს მის სამინისტროში არსებულ დარღვევებზე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დარღვევები აუდიტის სამსახურმა არ დაადასტურა, თუმცა მას ბოდიში ბრალდებების გამჟღერებლებისგან ამ დრომდე არ მოუსმენია.

„ჩვენს უწყებას ავტომანქანები არ შეუსყიდია და თუ თქვენ გაიხსენებთ, გარკვეული კითხები, რომელიც ჩემი უწყების მიმართ ჰქონდა საზოგადოებას, მაშინაც მე ვთქვი, რომ მოდი დაველოდოთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნას და როგორც ვვარაუდობდი, ბევრ ადამიანს ბოდიშიც აქვს მოსახდელი იმ ბრალდებების გამო, თუ ჩემზე და ჩემს უწყებაზე ვსაუბრობთ. თუმცა, ეს ბოდიში არ მიმიღია ჯერ,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები