0 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ვერ დავამარცხეთ პირადი ინტერესების გათვალისწინება და უსამართლობა " - შიო ხეცურიანმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატურა მოხსნა

  კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ხეცურიანმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"დღემდე არ ვიცით დელეგატების რაოდენობა, ვერ დავამარცხეთ პირადი ინტერესების გათვალისწინება და უსამართლობა და აქედან გამომდინარე, ვხსნი კანდიდატურას", - განაცხადა ხეცურიანმა. 

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილია ნაკრების წევრებისთვის, ვინც მხარს უჭერდა და ასევე კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატისთვის, კახა შენგელიასთვის, ვინც კანდიდატურა თავის დროზე სწორედ ხეცურიანის სასარგებლოდ მოხსნა. ხეცურიანმა მომავალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები