1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი ნაადრევია - სალაძე

ნაადრევია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი ნაადრევია - განუცხადა ჟურნალისტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.
„როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე ჰქონდა უკრაინული მხარისადმი მიმართვა გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ ეს არ მოხდა. 
ის დოკუმენტაცია და ის მოცემულობა, რომელიც მაშინ იყო, პრინციპში გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას.

 თუ რაიმე ახალი მტკიცებულებები არის, ჩვენთვის უცნობია და ამ თემაზე პროკურატურამ, სამართალდამცველებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს. ჩვენ როგორც ვიცით, უკრაინაში დავა სააკაშვილთან მიდის სულ სხვა საკითხებზე, რომელიც არ არის დაკავშირებული საქართველოში შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან. ასე რომ, ამ მოცემულობით ნაადრევია ჯერ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი“, - განაცხადა სალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები