1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

წინასაახალწლოდ დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება

“დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, ხოლო მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წელს თბილისს განსხვავებული ფორმატის გარდა, ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება.

„დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელს გაახარებს ის სიახლეები, რომელსაც თბილისის მერია ჩვენს მოსახლეობას სთავაზობს. წელს თბილისს არა მხოლოდ განსხვავებული ფორმატის, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება. დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება და ახალი საახალწლო განათებებით მორთული ქუჩები თბილისელებსა და ჩამოსულ სტუმრებს სწორედ 15 დეკემბრიდან გაახარებს. წელს პირველად, მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები