1 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ექსტრადირებაზე საუბარი ამ ეტაპზე ზედმეტია" - გია ხუხაშვილი

ქსპერტები მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში უკრაინის ხელისუფლების ინტერესებს ხედავენ. მათი შეფასებით, ეს დაკავება საეჭვოდ დაემთხვა ანტიკორუფციული ბიუროს და უკრაინის პროკურატურის დაპირისპირებას, რასაც მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც უკარინაში არსებული კორუფციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„ერთის მხრივ, ანტიკორუფციულ ბიუროს და მეორეს მხრივ, უკრაინის მთავარ პროკურატურასა და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს შორის დაიწყო სერიოზული დაპირისპირება, რასაც მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ ისინი იმედგაცრუებული არიან უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით და ეს მძიმე განაცხადია. მეორე დღეს ხდება ის, რაც ხდება. ექსტრადირებაზე საუბარი ამ ეტაპზე ზედმეტია, იმიტომ, რომ ადგილზე მას ბევრად უფრო მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა.

იურისტები აცხადებენ, რომ მოტივი, რომლითაც დღეს სააკაშვილი დააკავეს, საქართველოში მის ექსტრადირებას გამორიცხავს.

„მოცემულ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას აქვს უპირატესი იურისდიქციის განხორციელების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს, რომ უკრაინის ხელისუფლება უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მის ექსტრადირებაზე იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში ადგილი აქვს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი გადმოცემა განხორციელდეს,“ - განაცხადა იურისტმა, დავით ჯანდიერმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები