0 3 : 4 0
 | 

პოლიტიკა

"სააკაშვილის დაპატიმრების ბრძანება გაცემულია მოსკოვში" - კალანდაძე

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ბრძანება გაცემულია მოსკოვში, - ასე აფასებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნინო კალანდაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

“ყველასთვის, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია ახსოვს, ცხადზე უცხადესია, რომ იმას, რაც ახლა კიევში ხდება, არაფერი აქვს საერთო სამართალთან, პოლიტოპონენტების დევნასთან ან პოროშენკო-ივანიშვილის ხუშტურებთან. 

ეს არის ისტორიული ბრძოლა რეგიონზე რუსული გავლენების აღდგენისთვის, სააკაშვილი კი მხოლოდ პერსონიფიცირებაა რუსული ოლიგარქიული, კლანური, კორუფციული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის, რომლის გარეშეც რუსული გავლენა ფეხს ვერ იკიდებს. 

სააკაშვილის დაპატიმრების ბრძანება გაცემულია მოსკოვში. ივანიშვილი, პოროშენკო, მათი ე.წ. პროკურორები და მოსამართლეები კი რიგითი შემსრულებლები არიან. ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველა, ვინც დღეს პირდაპირ თუ ირიბად მათ სამსახურში ჩადგება და თვალს აარიდებს ამ რეალობას არის ქართული სახელმწიფოებრიობის და ჩვენი შვილების მტერი და აუცილებლად მოეთხოვება პასუხი, ყველაზე გვიან საკუთარი შვილებისაგან”, - წერს ნინო კალანდაძე "ფეისბუქში"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები