0 3 : 3 5
 | 

პოლიტიკა

ევა გოცირიძე: "ვისაც ჩემს კომპეტენციაში ეჭვი ეპარება, წაიკითხოს ჩემი ბიოგრაფია"

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილი ევა გოცირიძე ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს და კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს. 

„ეს არის აბსოლუტურად არასწორი მოლოდინი, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს გავატარებ. მე ვიქნები დამოუკიდებელი, ეს ჩემთვის არის თავმოყვარეობის საკითხი. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ჩემი საქმიანობა იქნება დაკავშირებული კონსტიტუციური წესრიგის სრულყოფილად დამკვიდრებასთან. 

მთელი ჩემი საქმიანობა იქნება დაკავშირებული იმასთან, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები, დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, რაც შეიძლება დაცული იქნას. ვპირდები საზოგადოებას, რომ ყველა საკითხი, რაც ჩემს წინაშე იქნება წარმოდგენილი, მათ განვიხილავ დიდი ყურაღებით, სიღრმისეულად და შემოქმედებითად“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მისი კანდიდატურის დაწუნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გარკვეულ ცილისწამებებს უკავშირდება.

„ჩემი ვარაუდია, რომ კანდიდატურის დაწუნება უკავშირდებოდა იმ ცილისწამებას, რომელიც მრავალრიცხოვნად იყო წარდგენილი ზოგიერთ პოლიტიკური ძალის, სახალხო დამცველის და ზოგიერთი არასამთავრობოს მიერ. ვისაც ჩემს კომპეტენციაში ეჭვი ეპარება, წაიკითხოს ჩემი ბიოგრაფია, ჩემი წიგნები და სამეცნიერო თემები. 

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, ცილისწამება და შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლება და თუ კი მე ამას შევახსენებ ვინმეს, ეს არ უნდა იყოს გაგებული უკუღმართად“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები