1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იან კელი სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე :"რასაც ჩვენ მოველით უკრაინისგან ეს არის კანონის დაცვა"

   მიხელ სააკაშვილის შესაძლო დაკავებას საქართველოში ამერიკის ელჩი გამოეხმაურა. იან კელის თქმით, საქართველოც და უკრაინაც შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნები არიან და ორივე მათგანისგან ვაშინგტონი კანონის დაცვასა და პატივისცემას ელის.

”მე არ მინახავს ინფორმაცია, რაზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა გეტყვით, რომ უკრაინა ისევე როგორც საქართველო ჩვენი პარტნიორია და ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის ახორციელებს ინვესტიციებს. პირველ რიგში, რასაც ჩვენ მოველით უკრაინისგან ეს არის კანონის დაცვა და მისი უზენაესობის პატივისცემა. ნებისმიერ პიროვნებასათან დაკავშირებით ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი სამართლიანად და კანონის დაცვით უნდა გადაწყდეს,”-განაცხადა იან კელიმ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები