1 4 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“17-მა მოსამართლემ დაადასტურა, რომ მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი"- თეა წულუკიანი

“17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი,“ - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელმაც მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.

თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები გაიყო.

„9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს,” - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს 4 ათასი ევრო, თუმცა წულუკიანის განცხადებით, მერაბიშვილი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, კომპენსაციის სახით 15 ათას ევროს ითხოვდა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები