0 3 : 3 9
 | 

პოლიტიკა

უკრაინის პრემიერი - ,,გვაქვს სურვილი, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებმა საზღვრის გადაკვეთა ID ბარათებით შეძლონ"

იმისათვის, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს გაუმარტივდეთ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას გამოითქვა სურვილი, რომ საზღვრის გადაკვეთა ID ბარათების მეშვეობით შესაძლებელი გახდეს.

ამის შესახებ ვოლოდიმირ გროისმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს”, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები