0 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური - ეჭვი არის, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლული შეიძლება, ჩატაევი იყოს

ეჭვი არის, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლული შეიძლება, ჩატაევი იყოს, მაგრამ დადასტურებით ვიტყვით ექსპერტიზების შემდეგ,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. მათ ჩვენზე მეტად გამოცდილი სპეციალისტები ჰყავთ როგორც საექსპერტო, ასევე საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას.

ეჭვი არის, რომ ჩატაევი შეიძლება იყოს, მაგრამ დადასტურებით ვიტყვით ექსპერტიზების შემდეგ, როცა გაკეთდება ანალიზი, გვექნება ზუსტი პასუხი ჩატაევი იყო თუ არა“,-განაცხადა გომელაურმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.

სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები