0 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები სხდომაზე დაპირისპირების გამო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

  ბორჯომის საკრებულოს სხდომა გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 

     პროტესტი „ლეიბორისტული პარტიის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა გამოთქვეს. ოპოზიციის შეფასებით, სხდომა კანონის დარღვევით მიმდინარეობდა. კოლეგების პოზიციას არ იზიარებდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მათი თქმით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი, მომავალი სხდომისთვის უნდა გადადებულიყო.
   მოგვიანებით, ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ არბოლიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატს გიორგი გიუაშვილს წყლით სავსე ბოთლი ესროლა. აღნიშნულის გამო ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათი გამოკითხვა მოხდა. 
საბოლოოდ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები