1 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი" - თეა წულუკიანი უჩა ნანუაშვილზე საუბრობს

ჩამოტვირთვა

ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი - ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანი სახალხო დამცველის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშს და შენიშვნებს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, ის არ აპირებს უჩა ნანუაშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას და ნანუაშვილის ომბუდსმენობის ბოლო დღეებში მხოლოდ მოკლე შეფასებით შემოიფარგლება.

„მართალი გითხრათ ძალიან გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ რაკი უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები