0 5 : 0 3
 | 

პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძე დაინიშნება

არსებული ინფორმაციით, მთავრობამ ფინანსთა ახალი მინისტრის კანდიდატურებზე მსჯელობა დაასრულა და გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც  ირკვევა, აღნიშნულ პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე შეცვლის.

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციებისას, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ასევე განიხილებოდა დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, 
გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურაც.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უხელმძღვანელებს, რომელთა გაერთიანებაც სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებშია დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები