1 4 : 5 7
 | 

პოლიტიკა

18 სამინისტროდან 5 გაუქმდება

სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად გავრცელებული ინფორმაციით არსებული 18-ის ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება. 

ერთიანდება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები; ასევე სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის უწყებები;

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს;

ერთ უწყებად ყალიბდება კულტურისა და სპორტის სამინისტროები;

უქმდება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აღნიშნული მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, არსებული ინფორმაციით კახი კახიშვილი სახელმწიფო საგამოძიებო უწყებას უხელმძღვანელებს;

ეკონომიკისა და ენერგეტიკის გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად ამჟამად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება;

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სავარაუდოდ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს;

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ქუმსიშვილის შემცვლელად „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძისა და ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები