0 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცესკო - 17:00 საათის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 26.97%-მა მიიღო

ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 88 522 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 26.97%-ია. 

ცესკო-ს ინფორმაციით, ყაზბეგში 5 313 ამომრჩევლიდან 17:00 საათის მონაცემებით, 2 341 ამომრჩეველია მისული, ხაშურში რეგისტრირებული 48963 ამომრჩევლიდან საკუთარი ნება დააფიქსირა 13289-მა ამომრჩეველმა. ბორჯომში - 26529 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 11886-მა ამომრჩეველმა. ქუთაისში რეგისტრირებული 152546 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21546 ამომრჩეველმა. რაც შეეხება ოზურგეთს, აქ 62274 ამომრჩევლიდან ხმა 29424-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მარტვილში 32647 ამომრჩევლიდან 10036-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები